+995 (32) 2322232 \ +995 593 800700
შემოსვლა
გასვლა
დაჯავშნა
მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1957 წელს დაფუძნდა და მასში, ძირითადად, არქეოლოგიური მასალაა დაცული. წარმოდგენილი ექსპონატების ქრონოლოგია ადრეული ქვისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდს მოიცავს, მათ შორის გვხვდება სამუშაო და საბრძოლო იარაღები, სარიტუალო ქვები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამკაულები და სხვა.

მუზეუმის ფონდში დაცულია მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა: ძვ. წ IV-II სს-ის ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი, X-XVIII სს-ის ვერცხლის მონეტების კოლექცია, XVIII-XIX სს-ის ხელნაწერები და სიგელ-გუჯრები და სხვ. აგრეთვე: XIX-XX სს-ის გამოცემებით დაკომპლექტებული ბიბლიოთეკა (5000 ეგზემპლარი), ასევე თანამედროვე ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები.

მუზეუმს აქვს უნიკალური კოლხური ვაზის საკოლექციო ნაკვეთი და ეთნოგრაფიული კუთხე.

მუზეუმში დაცულია 55 064 ექსპონატი.

უკან დაბრუნება

დაჯავშნა

+995 (32) 2322232

+995 593 800700

martvilipalace@gmail.com

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე და მიიღე სპეციალური შეთავაზებები

იხილეთ აგრეთვე