|
მარტვილის მონასტერი
მარტვილ – ჭყონდიდის ტაძარი VII საუკუნეში აშენდა, X საუკუნეში კი ეს ტაძარი აფხაზთა მეფე გიორგი მეორემ საეპისკოპოსო კათედრად გამოაცხადა და ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯად აქცია. ტაძარს შერჩა სახელი „მარტვილი“, ხოლო ეპისკოპოსებს ჭყონდიდელები ეწოდათ. ტაძარი ძლიერ საგანმანათებლო კერას წარმოადგენდა. მონასტერში იყო კრისპერია-გადამწერ ბერთა სამყოფო. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ნაწარმოებები. ,,ქართლის ცხოვრების” ცნობით მარტვილის მონასტერშია დაკრძალული ბაგრატ მეოთხე. მარტვილის სამონასტრო კომპლექსი დგას მაღალ ბორცვზე მოხერხებულ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ადგილზე, საიდანაც მთელი იმერეთ-სამეგრელო ხელის გულზე მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. თავი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16 და მე-17 საუკუნის ფრესკები. მისი მშვენებაა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ღვთისმშობელი-ხელოვნების უბადლო ნიმუში. მთავარი ტაძრიდან ჩრდილოეთით, გალავანზე დგას ღლილი ქვებით ნაგები მინიატურული ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, ,,ჩიქვანებისად” წოდებული. დასავლეთით მთავარ ტაძართან ახლოს დგას მაღალი სვეტი, რომელზეც მესვეტის ეკლესია-ოთახია. აქ უკანასკნელი მესვეტე ბერი მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. მარტვილის ტაძარი გეგმით ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვრის ტაძარს, მაგრამ არ იმეორებს მას. ხუროთმოძღვარმა აქ მიმართა თემის თავისუფალ ინტერპრეტაციას და ფაქტობრივად დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოები შექმნა. |
|
დაჯავშნა +995 (32) 2322232 +995 593 800700 martvilipalace@gmail.com |
სიახლეების გამოწერა გამოიწერე და მიიღე სპეციალური შეთავაზებები |
იხილეთ აგრეთვე
|










